მარცხი „პარტიზანთან“ - ბათუმელებმა სერბებთან წააგეს [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთში შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა კონფერენს ლიგის პლეი ოფის მონაწილე ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართა და 1:3. დამარცხდა.

ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მეტოქის კარგი ლადო მამუჩაშვილმა აიღო, მაგრამ სერბებმა ანგარიში პირველივე ტაიმში ნიკოლა ტერზიჩის გოლით გაათანაბრეს, 44-ე წუთზე კი კუთხურის გათამაშების შემდეგ ბათუმელთა კარი რიკარდომ აიღო.

საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში დააფიქსირდა – სერბებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ბურთი ოლექსანდრე აზაცკის მიუგორდა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და 18 წლის მარკო მილოვანოვიჩმა აართვა, მეკარესთან პირისპირ გასულმა კი ზუსტად დაარტყა – 3:1.

„დინამო“ ბთ: ალავიძე, აზაროვი, ტეიდი, აზაცკი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, რადინი, ბიძინაშვილი, ზარია, გაფრინდაშვილი, ფლამარიონი

შეცვლაზე შევიდნენ: ლობჯანიძე, რეხვიაშვილი, ზურაბიანი, ნავალოვსკი

პარტიზანი – ბათუმის დინამო – 3:1

0:1 მამუჩაშვილი (14), 1:1 ნიკოლა ტერზიჩი (37), 2:1 რიკარდო (45), 3:1 მარკო მილოვანოვიჩი (84)