მარცხი ისრაელთან - ქალთა ნაკრები ისევ უქულოდაა
მარცხი ისრაელთან - ქალთა ნაკრები ისევ უქულოდაა
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ისრაელში ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდ ანგარიშით დამარცხდა.
 
ქალაქ რიშონ ლე-ციონში გამართულ მატჩში მასპინძლებიდან გოლები გაიტანეს შირა ელინავიმ, ლი ფალკონიმ, მარიან ავადიმ, ერთიც ნინო სუთიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ისრაელმა 4:0 მოიგო.
ისრაელი – საქართველო 4:0
გოლები: 1:0 ელინავი (13), 2:0 ფალკონი (62. პ), 3:0 ავადი (80. პ), 4:0 სუთიძე (90. ავტოგოლი)
საქართველო: სუხაშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე (46. ჩხარტიშვილი), ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, თოდაძე, ბაქრაძე, ნ. დანელია, ჭიჭინაძე (74. გაბუნია), ჭყონია (85. მ. დანელია),
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 7 ტურის შემდეგ „ბ“ ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.