მარცხი ძლიერ მეტოქესთან - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
მარცხი ძლიერ მეტოქესთან - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 35-ე ჩემპიონატზე ჯგუფის პირველი მატჩი გამართა. საქართველომ ჯგუფის ერთერთ ფავორიტ მონტენეგროსთან მატჩი 11:14 დათმო. (3:5 2:4 3:4 3:1)

დეიან სტანოევიჩის გუნდმა მესამე მეოთხედის საწყის წუთებში განსაკუთრებულად კარგი თამაში აჩვენა, ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა მონტენეგრომ მაინც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის ბედი სწორედ შეხვედრის მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა.

მონტენეგროს კარში გატანილი გოლების ავტორები:

მარკო ელაჩა – 5, ბორის ვაპენსკი – 3, ნიკა შუშიაშვილი – 1, ივან სარიჩი – 1, ანდრია ბითაძე – 1

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ტურნირის მთავარ ფავორიტ იტალიასთან 31 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროპის ჩემპიონატზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. C ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა რუმინეთი 16:9 დაამარცხა.