Marca-ს ინფორმაციით, ჩაბი ალონსო „რეალში“ ანჩელოტის შეცვლის #1TVSPORT
Marca-ს ინფორმაციით, ჩაბი ალონსო „რეალში“ ანჩელოტის შეცვლის #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება სათავეში, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, სწორედ 41 წლის ესპანელი აირჩიეს კარლო ანჩელოტის შემცვლელად, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში ბრაზილიის ნაკრებს უნდა ჩაუდგეს სათავეში.

ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ გასული წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებს. ამ სეზონში მისი გუნდი ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულით ბუნდესლიგაში პირველ ადგილს იყოფს „ბაიერნთან“.