Marca – კარვახალი მუნდიალს გამოტოვებს

02:19, 28.05.2018

მადრიდის „რეალის“ მცველი დანიელ კარვახალი ზედიზედ მეორე დიდ ტურნირს გამოტოვებს. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფეხის ტრავმა მიიღო და 37-ე წუთზე შეცვალეს.

„კარვახალის წინასწარი დიაგნოზია – მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება. დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი გამოტოვებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს“, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

დანიელ კარვახალმა ორი წლის წინ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო ტრავმა და ევრო 2016 გამოტოვა.

ესპანელს იუნიორებსა (U19) და ახალგაზრდებს (U21) შორის ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

მსგავსი