Marca - ინიესტამ „ბარსელონას“ წასვლის შესახებ აცნობა
Marca - ინიესტამ „ბარსელონას“ წასვლის შესახებ აცნობა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის შესახებ შეატყობინა, – იტყობინება გაზეთი Marca.

ფეხბურთელს მუდმივი კონტრაქტი აქვს „ბარსელონასთან“ და გუნდის ხელმძღვანელობა ითხოვს ინიესტასგან – ყოველ წელს, 30 აპრილამდე აცნობოს სამწვრთნელო შტაბს თავისი გეგმების შესახებ.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 33 წლის ფეხბურთელი არ დაელოდა თვის დასასრულს. ვარაუდობენ, რომ ოფიციალურად ინიესტას წასვლის შესახებ 21 აპრილს გამოცხადდება.

მანამდე დაიწერა, რომ ანდრეს ინიესტამ წინასწარი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩინურ კლუბ „ტიანძინთან“. ხელშეკრულების თანახმად, ნახევარმცველი 37 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.