„ბარსელონას“ ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ, – ირწმუნება ესპანური გაზეთი Marca.
33 წლის ესპანელმა ტრავმა კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში მიიღო და როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ის სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. აღდგენის ზუსტი ვადები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინიესტას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი – „ბარსელონა“-„ჩელსი“ 14 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა ლონდონში 1:1 დასრულდა.