კენიელმა ელიუდ კიპჩოგემ მარათონში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა: 42.195 კილომეტრი მან 2 საათში, 1 წუთსა და 39 წამში გაირბინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი რეკორდი (2.02.57), რომელიც ასევე კენიელ დენის კიმეტოს ეკუთვნოდა, 1 წუთითა და 18 წამით გაუმჯობესდა.
51 წელია, რაც ერთ წუთზე მეტი სხვაობით რეკორდი არავის გაუუმჯობესებია: 1967 წელს, ავსტრალიელმა დერეკ კლეიტონმა, პირველმა შეძლო 2 საათსა და 10 წუთზე ნაკლებ დროში დაეფარა დისტანცია და იმ დროისთვის არსებული რეკორდი თითქმის 2.5 წუთით გააუმჯობესა.
33 წლის კიპჩოგე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მარათონელად ითვლება.
მიმდინარე წელს მან ლონდონის მარათონი მესამედ მოიგო და ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონიცაა.