„მარაკანას“ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი მოეწყობა
„მარაკანას“ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

რიო-დე-ჟანეიროს ლეგენდარული სტადიონი „მარაკანა“ საველე ჰოსპიტალად გადაკეთდება, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

„მარაკანას“ გარდა, დროებით ჰოსპიტალებად გამოიყენებენ „კორინთიანსის“, „სან პაულუს“, „ბოტაფოგოსა“ და „სანტოსის“ სტადიონებს.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ქვეყანაში ყველა საფეხბურთო ტურნირი გასულ კვირას შეაჩერა COVID-19-ის პანდემიის გამო. ბრაზილიაში დაინფიცირების 2500 დადასტურებული ფაქტია და აქედან 50 სასიკვდილო შემთხვევაა.