ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა „ლივერპულსა“ და მის გერმანელ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.
მარადონამ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივარი მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი კლოპმა ჩაიბარა.
„ლივერპულმა“ დაამტკიცა, რომ სასწაულები მართლა ხდება, – ციტირებს მარადონას სიტყვებს A Bola.
– ძალიან მომწონს ის, რასაც კლოპო აკეთებს. ეს ბიჭი ჩემში თვითრწმენას აძლიერებს“. – ამბობს მარადონა.