მარადონა „ლივერპულისა“ და კლოპის ფანია

15:50, 22.03.2020

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა „ლივერპულსა“ და მის გერმანელ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.

მარადონამ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივარი მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი კლოპმა ჩაიბარა.

„ლივერპულმა“ დაამტკიცა, რომ სასწაულები მართლა ხდება, – ციტირებს მარადონას სიტყვებს A Bola.

– ძალიან მომწონს ის, რასაც კლოპო აკეთებს. ეს ბიჭი ჩემში თვითრწმენას აძლიერებს“. – ამბობს მარადონა.

მსგავსი