მაქს ფერსტაპენმა სეზონი მე-19 მოგებით დაასრულა #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენმა სეზონი მე-19 მოგებით დაასრულა #1TVSPORT

„რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა 2023 წლის ფორმულა 1-ის სეზონი აბუ დაბის გრანპრიზე დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ნიდერლანდელმა, რომელმაც ზედიზედ მესამე ტიტული ოქტომბრის დასაწყისში გაინაღდა, პოულიდან აიღო სტარტი, მოიგერია შარლ ლეკლერის შეტევები პირველ წრეზე და შემდეგ კონკურენციის გარეშე იყო. დისტანციის შუაში ფერსტაპენმა ხუთწამიანი უპირატესობა მოიპოვა, ფინიშისთვის კი სხვაობა 17 წამამდე გაიზარდა.

ნიდერლანდელისთვის ეს მოგება მე-19 იყო სეზონში და 54-ე კარიერაში. მხოლოდ სამ რბოლაში ვერ შეძლო მან პირველი ადგილის დაკავება – საუდის არაბეთში და აზერბაიჯანში, სადაც გაიმარჯვა მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა, და სინგაპურში, სადაც პირველი მივიდა ფინიშთან „ფერარის“ პილოტი კარლოს საინსი.

აბუ დაბიში მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი პერესმა, მაგრამ მექსიკელმა ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო „მაკლარენის“ პილოტთან, ლანდო ნორისთან ხისტი ბრძოლისთვის და მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითეს. მესამე ადგილი დაიკავა ჯორჯ რასელმა „მერსედესიდან“. მისმა თანაგუნდელმა ლუის ჰემილტონმა მეცხრე ადგილი აიღო და იმის გათვალისწინებით, რომ საინსი გამოეთიშა რბოლას, „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასზე სამი ქულით მოუგო მეორე ადგილისთვის ბრძოლა „ფერარის“.

2024 წლის სეზონი ფორმულა 1-ში 3 მარტს, ბაჰრეინში დაიწყება. წინასასეზონო ტესტები იქვე 21-23 თებერვალს შედგება.

 

აბუ დაბის გრანპრი

იას მარინა. 58 წრე, 306.183 კმ

  1. მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 1:27.02,624
  2. შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +17.993
  3. ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +20.328
  4. სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – +21.453
  5. ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – +24.284
  6. ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – +31.487
  7. ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +39.512
  8. იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – +43.088
  9. ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +44.424
  10. ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – +55.632
  11. დანიელ რიკარდო (AlphaTauri, ავსტრალია) – +56.229
  12. ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – +66.373
  13. პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +70.360
  14. ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – +73.184
  15. ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – +83.696
  16. ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – +87.791
  17. გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – +89.422
  18. კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – უფინიშოდ
  19. ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – უფინიშოდ
  20. კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – უფინიშოდ

 

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი – 575 ქულა (19 მოგება)
  2. სერხიო პერესი – 285 (2)
  3. ლუის ჰემილტონი – 234
  4. ფერნანდო ალონსო – 206
  5. შარლ ლეკლერი – 206
  6. ლანდო ნორისი – 205
  7. კარლოს საინსი – 200 (1)
  8. ჯორჯ რასელი – 175
  9. ოსკარ პიასტრი – 97
  10. ლენს სტროლი – 74
  11. პიერ გასლი – 62
  12. ესტებან ოკონი – 58
  13. ალექს ალბონი – 27
  14. იუკი ცუნოდა – 17
  15. ვალტერი ბოტასი – 10
  16. ნიკო ჰიულკენბერგი – 9
  17. დანიელ რიკარდო – 6
  18. გუანიუი ჟოუ – 6
  19. კევინ მაგნუსენი – 3
  20. ლაიამ ლოუსონი – 2
  21. ლოგან სარჯენტი – 1

 

კონსტრუქტორთა თასი

  1. რედ ბული – 860 ქულა
  2. მერსედესი – 409
  3. ფერარი – 406
  4. მაკლარენი – 302
  5. ასტონ მარტინი – 280
  6. ალპინი – 120
  7. უილიამსი – 28
  8. ალფა ტაური – 25
  9. ალფა რომეო – 16

10. ჰაასი – 12