მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია #1TVSPORT

„რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი ვადაზე ადრე გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. მან ტიტული კატარის გრანპრის ფარგლებში გამართულ სპრინტერულ რბოლაში გაინაღდა, როცა ავარიაში მოხვდა მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი. მექსიკელი ერთ-ერთ მოსახვევში ესტებან ოკონსა („ალპინი“) და ნიკო ჰიულკენბერგს („ჰაასი“) შეეჯახა.

პერესი ერთადერთ პილოტად რჩებოდა, რომელიც 2023 წლის სეზონში ტიტულის მოპოვების მათემატიკურ შანსებს ინარჩუნებდა, მაგრამ ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, ფერსტაპენი მიუღწეველია კონკურენტებისთვის.

ნიდერლანდელი მე-11 პილოტია ისტორიაში, მინიმუმ, სამი ტიტულით. სამჯერ ჩემპიონები იყვნენ ჯეკ ბრებემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე და აირტონ სენა. უფრო მეტჯერ ჩემპიონები გახდნენ ალენ პროსტი (4), სებასტიან ფეტელი (4), ხუან-მანუელ ფანხიო (5), ლუის ჰემილტონი (7) და მიხაელ შუმახერი (7).