მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის რეკორდსმენია - ნიდერლანდელმა პილოტმა ზედიზედ მეათე რბოლა მოიგო #1TVSPORT
„რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის რეკორდსმენი გახდა. ნიდერლანდელი ისტორიაში პირველია, რომელმაც ზედიზედ ათი რბოლის მოგება მოახერხა.
ფერსტაპენმა მეათე გამარჯვება იტალიაში, მონცას ლეგენდარულ ტრასაზე მოიპოვა. ამ მაჩვენებლით მან სებასტიან ფეტელს გადაასწრო, რომელსაც ზედიზედ ცხრა რბოლაში ჰქონდა მოპოვებული პირველი ადგილი.
იტალიის გრანპრის ნიდერლანდელი მეორე პოზიციიდან იწყებდა. პირველ ადგილზე „ფერარის“ ესპანელი პილოტი კარლოს საინსი იდგა, რომელმაც 15 წრის განმავლობაში ფერსტაპენს გადასწრების საშუალება არ მისცა. მე-15 წრეზე პირინეელმა მცირე შეცდომა დაუშვა, რითიც „რედ ბულის“ პილოტმა ისარგებლა და წინ გავიდა. ამის შემდეგ მას თავისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა „რედ ბულის“ მეორე პილოტმა, მექსიკელმა სერხიო პერესმა, ის ფერსტაპენს 6 წამით ჩამორჩა. პოდიუმზე მესამე ადგილი კარლოს საინსმა დაიკავა.
2023 წლის სეზონს მაქს ფერსტაპენი დამაჯერებლად ლიდერობს, მას 364 ქულა აქვს. მეორე ადგილზე პერესია 219 ქულით, ხოლო მათ ფერნანდო ალონსო მოსდევს „ასტონ მარტინიდან“, რომელმაც 170 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამართული 12 რბოლიდან „რედ ბულის“ პილოტებმა ყველა მოიგეს. 10-ჯერ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ფერსტაპენი ავიდა, ხოლო 2-ჯერ – პერესი. ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 15-17 სექტემბერს სინგაპურში ჩატარდება.
იტალიის გრანპრი, ქულები:
1. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 18 ქულა
3. კარლოს საინსი („ფერარი“) – 15 ქულა
4. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 10 ქულა
6. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 8 ქულა
7. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 6 ქულა
8. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 4 ქულა
9. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 2 ქულა
10. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 1 ქულა
2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, პილოტები:
1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 364 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 219 ქულა
3. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 170 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 164 ქულა
5. კარლოს საინსი („ფერარი“) – 117 ქულა
6. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 111 ქულა
7. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 109 ქულა
8. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 79 ქულა
9. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 47 ქულა
10. პიერ გასლი („ალპინი“) – 37 ქულა
11. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 36 ქულა
12. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 36 ქულა
13. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 21 ქულა
14. ნიკო ჰულკენბერგი („ჰაასი“) – 9 ქულა
15. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 6 ქულა
16. გუან ჟოუ („ალფა რომეო“) – 4 ქულა
17. იუკი ცუნოდა („ალფატაური“) – 3 ქულა
18. კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) – 2 ქულა
19. ნიკ დე ვრისი („ალფატაური“) – 0 ქულა
20. ლოგან სერჯენტი („ვილიამსი“) – 0 ქულა
21. დანიელ რიკიარდო („ალფატაური“) – 0 ქულა
22. ლიამ ლოუსონი („ალფატაური“) – 0 ქულა
2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, კონსტრუქტორები:
1. „რედ ბული“ – 583 ქულა
2. „მერსედესი“ – 273 ქულა
3. „ფერარი“ – 228 ქულა
4. „ასტონ მარტინი“ – 217 ქულა
5. „მაკლარენი“ – 115 ქულა
6. „ალპინი“ – 73 ქულა
7. „ვილიამსი“ – 21 ქულა
8. „ჰაასი“ – 11 ქულა
9. „ალფა რომეო“ – 10 ქულა
10. „ალფატაური“ – 3 ქულა