მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში 205-ე უგოლო მატჩი ჩაატარა და ოლივერ კანის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში ბერლინის ჰერტას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.
„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა კიდევ ერთ მატჩში არ გაუშვა გოლი, – იუწყება გერმანიის ჩემპიონატის პრესსამსახური.
მიუნხენელთა კარის დარაჯის კარიერაში ეს მშრალად შენახული 205-ე მატჩია, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
„ჰერტასთან“ გამართულ შეხვედრამდე ეს რეკორდი ასევე მიუნხენელთა ლეგენდარულ მეკარეს, ოლივერ კანს ეკუთვნოდა – 204 მატჩი გოლის გაუშვებლად.