მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით მეოთხე მეკარე გახდა
„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, მეკარეებს შორის, მეოთხე ადგილზე გადავიდა.
25 თებერვალს მის მიერ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე რიგით 107-ე გახდა და ამ მაჩვენებლით გერმანელმა „ბარსელონას“ ყოფილ გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს გადაუსწრო.
ყველაზე მეტი, 177 მატჩი, ჩემპიონთა ლიგაზე იკერ კასილიასს („რეალ მადრიდი“, „პორტუ“) აქვს ჩატარებული, შემდეგ მოდის ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“) 123 მატჩით, მესამეზე კი პეტრ ჩეხია („ჩელსი“, „არსენალი“), რომელსაც 111 მატჩი აქვს გამართული.