მანუელ ნოიერი - „ბაიერნის“ ფეხბურთელებს გვსურს, 2025 წელს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშოთ #1TVSPORT
მანუელ ნოიერი - „ბაიერნის“ ფეხბურთელებს გვსურს, 2025 წელს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშოთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფინალი მიუნხენის „ბაიერნის“ სტადიონზე ჩატარდება. როგორც გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა განაცხადა, ფეხბურთელებს იმ მატჩში მონაწილეობის მიღება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„რაღაც დიდი მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მიუნხენში გასამართი ფინალია. ჩვენ გვინდა, იქ ვითამაშოთ, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ფინალი ქალაქისთვის, გუნდისა და გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ“, – განაცხადა 38 წლის ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ.

მიუნხენის „ბაიერნი“ უეფა-ს მთავარი საკლუბო ტურნირის გახსნით თამაშს „დინამო ზაგრებთან“ გამართავს.