მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ ევროლიგაზე „ლიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
მანუჩარ მარკოიშვილმა მთავარი მწვრთნელის რანგში საკალათბურთო კლუბ „მონაკოს“ პირველად უხელმძღვანელა და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ევროლიგაზე „ლიონი“ 103:92 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი 18 ნოემბერს გახდა, თანამდებობაზე მან საშა ობრადოვიჩი შეცვალა, რომელმაც კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
„ლიონის“ წინააღმდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდში საუკეთესო ელი ოკობო იყო, მის ანგარიშზე 27 ქულაა, 17 ქულა „მონაკოს“ მაიკ ჯეიმსმა შესძინა.
ფრანგულ გუნდს ევროლიგაზე 7 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი ცხრილში მე-7 ადგილზეა.