მანჰეტენზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
მანჰეტენზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ნიუ იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა. თავდამსხმელის სამიზნე ორი მამაკაცი იყო, მესამე კი შემთხვევით დაიჭრა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პოლიციის ინფორმაციით, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის მომხდარში ბრალდებულები დაკავებულები არ არიან. პოლიცია ორ პირს ეძებს.

ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, მომხდარი ორ პირს შორის შელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა.