მანჩესტერული დერბი თოვლის გამო შესაძლოა, გადაიდოს
მანჩესტერული დერბი თოვლის გამო შესაძლოა, გადაიდოს

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მთავარი მატჩი – მანჩესტერული დერბი “იუნაიტედსა” და “სიტის” შორის შესაძლოა, დათქმულ ვადაში არ გაიმართოს. ამის მიზეზი ძლიერი თოვლია, რომელიც მანჩესტერს დაატყდა თავს. ჰაერის ტემპერატურაც ნულის ქვემოთ რჩება.
მართალია, “ოლდ ტრაფორდის” მინდორზე გათბობის სისტემა მუშაობს, მაგრამ სიცივემ შესაძლოა, ტრიბუნებზე ყინული წარმოქმნას. “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ექსპერტებთან მოლაპარაკებებს გამართავს და შეიძლება, მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღოს.
მანჩესტერული დერბი 10 დეკემბერს არის დანიშნული. მატჩის დასაწყისი თბილისის დროით 19:30 საათია.