მანჩესტერულ დერბიში სიტიმ გოლი 44 პასის შემდეგ გაიტანა [ვიდეო]
მანჩესტერულ დერბიში სიტიმ გოლი 44 პასის შემდეგ გაიტანა [ვიდეო]

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო.

„სიტის“ მესამე გოლს წინ 44 გადაცემა უძღოდა. საფინალო პასი ილქაი გიუნდოგანს ბერნარდო სილვამ გაუკეთა.

 

ეს, 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, „პრემიერლიგის“ ყველაზე გრძელი საგოლე კომბინაცია იყო. მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „საუთჰემპტონის“ კარში გოლი 45 პასის შემდეგ გაიტანა.
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონატში 32 ქულით ლიდერობს და „ლივერპულს“ ორი ქულით უსწრებს.