მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ 6:3 მოიგო, ჰალანდმა მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ 6:3 მოიგო, ჰალანდმა მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის მეცხრე ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელშიც „სიტიმ“ შინ 6:3 გაანადგურა „იუნაიტედი“.

პირველ ტაიმი დუბლები შეასრულეს ფილ ფოდენმა და ერლინგ ჰალანდმა. ამ უკანასკნელმა ერთი საგოლე პასიც შეასრულა. პირველ ნახევარში პეპ გვარდიოლას გუნდს 15 დარტყმა ჰქონდა, აქედან შვიდი ზუსტი, ბურთის ფლობა – 64%.

მეორე ტაიმში ჰალანდმა და ფოდენმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს და ჰეთ-თრიკის ავტორები გახდნენ. ამასთან, ნორვეგიელმა მეორე საგოლე პასიც მიითვალა. ჰალანდისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე საშინაო მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკი, რაც აქამდე პრემიერლიგის ისტორიაში არ მომხდარა. სულ კი მას ამ სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 17 გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, ზედიზედ შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან გოლები გაიტანეს ანტონიმ და ორჯერ ანტონი მარსიალმა.

„მანჩესტერ სიტი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ ერთი ქულით ჩამორჩება.