„მანჩესტერმა“ ისტორიაში თავისი მე-500 გოლით „ატლეტიკოსთან“ მატჩი გადაარჩინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერმა“ ისტორიაში თავისი მე-500 გოლით „ატლეტიკოსთან“ მატჩი გადაარჩინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „მანჩესტერმა“ პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ დაარტყა. აქედან არც ერთი არ იყო ზუსტი დარტყმა.

* „მანჩესტერი“ პირველ ნახევარში ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში არ ყოფილა. ასეთი რამ ლიგაზე 16 წელია არ ყოფილა.

* ჟოაო ფელიქსმა (ატლეტიკო) 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად გაიტანა ზედიზედ ორ მატჩში.

* ენტონი ელანგას გოლი მე-500 იყო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე. ინგლისური გუნდი ამ მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ „რეალს“ (1001), „ბაიერნსა“ (760) და „ბარსელონას“ (624).

* ბრუნო ფერნანდეშმა (მანჩესტერი) ჩემპიონთ ლიგაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში შეასრულა შედეგიანი გადაცემა. ბოლოს ასეთი რამ „იუნაიტედში“ დევიდ ბექჰემს გაუკეთებია – 1998 წელს.

* კრიშტიანო რონალდოს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ზედიზედ მეოთხე მატჩში არ ჰქონია შედეგიანი მოქმედება.

 

ატლეტიკო-მანჩესტერი          1:1

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (7), 1:1 ელანგა (80)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ვრსალკო, ხიმენესი, სავიჩი, მანდავა – ლორენტე, ერერა, კონდოგბია, რენან ლოდი (76. ლემარი) – ანხელ კორეა, ჟოაო ფელიქსი (75. გრიზმანი).

ერმოსო (64.) –  (64.), კოკე, დე პაული კარასკო – ლუის სუარესი (77. კუნია),  (81.).

მანჩესტერ იუნ (4-2-3-1): დე ხეა – ლინდელოფი (66. ვან-ბისაკა), ვარანი, მაგუაირი, შოუ (67. ტელიესი) – ფრედი, პოგბა (66. მატიჩი) – რეშფორდი (75. ელანგა), ბრუნო ფერნანდეში, სანჩო (82. ლინგარდი) – კრიშტიანო რონალდო.