„მანჩესტერ სიტიში“ ფიქრობენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო გვარდიოლა გუნდს დატოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიში“ ფიქრობენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო გვარდიოლა გუნდს დატოვებს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგა „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური ფეარ პლეის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს. კლუბს ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს, რომელიც 100-ზე მეტ კონკრეტულ შემთხვევას აჭარბებს.

თუ კლუბს დანაშაული დაუმტკიცდა, „სიტის“ რამდენიმე სერიოზული სასჯელი ემუქრება, მათ შორის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მოპოვებული ქულების ჩამორთმევა.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ თანემედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გუნდს დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, – იუწყება Athletic-ი.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერს, „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.