„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგაში ქულების ჩამორთმევა ემუქრება
„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგაში ქულების ჩამორთმევა ემუქრება

უეფა-ს შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სანქციები შეიძლება, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამაც გამოიტანოს.

როგორც გაზეთი The Independent წერს, „მანჩესტერ სიტის“ შესაძლოა, ქულები ჩამოაკლონ ინგლისის ჩემპიონატის გათამაშებაში, რადგან ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევა ქვეყნის შიგნითაც ვრცელდება.

საქმე ისაა, რომ პრემიერლიგის ლიცენზიის მისაღებად, კლუბმა უნდა წარუდგინოს ორგანიზაციას ზუსტი მონაცემები, რომელიც ემთხვევა უეფა-ში გაგზავნილ მონაცემებს. თუ 2012-16 წლებში ხელოვნურად გაზრდილი სასპონსორო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, პეპ გვარდიოლას გუნდს ქულების გარკვეულ რაოდენობას წაართმევენ.

ამ მომენტისთვის, პრემიერლიგის ცხრილში „სიტი“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს” 22 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ უეფა-მ ორი სეზონით ჩამოაშორა ევროტურნირებს და დააჯარიმა 30 მილიონი ევროთი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სტადიონ „ეტიჰადის” სასპონსორო კონტრაქტთან დაკავშირებული მაქინაციები და ფინანსური fair play-ის პირობების შეუსრულებლობა.

დატოვე კომენტარი