„მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივართა გაერთიანებები ამზადებენ ბანერებს, რომელთა საშუალებითაც, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩის დროს, უეფას მიმართავენ.
„ძალაუფლება, კორუფცია და სიცრუე“, „უეფა არის მაფია – ალპობს ფეხბურთს 1954 წლიდან“ – ასეთია ბანერების შინაარსი, რომლებსაც გულშემატკივრები სტადიონზე გამოფენენ. ეს გზავნილები დაკავშირებულია უეფას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვით მანჩესტერულ გუნდს ორი წლით ეკრძალება ევროტურნირებში მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ინგლისური გუნდის მიერ ფინანსური სამართლიანი წესების დარღვევა გახდა.
ერთ-ერთი გუშემატკვრის აზრით, უეფას არ სურს, რომ „მანჩესტერ სიტი“ მათი ნაწილი იყოს, ხოლო ფინანსური სამართლიანი თამაშების პრინციპი ელიტის დაცვისთვის არის შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ უეფას ზემოხსენებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გუნდმა ის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მერვდფინალური მატჩი „რეალსა“ და „სიტის“ შორის მადრიდში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.