„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი – პრემიერლიგის რესტარტის ცოტას სჯერა

13:00, 20.05.2020

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ აზრი გამოთქვა ინგლისში სეზონის სავარაუდო განახლების შესახებ.

„მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის განახლებას – ფეხბურთის გარეშე ძალიან რთულია. მაგრამ, ახალი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან ვრცელდება, პრემიერლიგის რესტარტის ძალიან ცოტას სჯერა“, – განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ვადაზე ადრე ჩემპიონატები შოტლანდიამ და უელსმა დაასრულეს.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა. მისი ჩამორჩენა ლიდერ „ლივერპულთან“ 25 ქულაა.

მსგავსი