უეფას გამომძიებლებს სურთ, რომ მანჩესტერ სიტის ერთი წლით აეკრძალოს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა, თუ დადგინდა, რომ გუნდმა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები დაარღვია. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ერთ-ერთ „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარმა გამომძიებელმა, ივ ლეტერმმა უნდა მიიღოს.
ხსენებული პიროვნება წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო, დღეს კი უეფას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.
ირკვევა, რომ მსგავს საკითხებში კენჭისყრა არ იმართება და ივ ლეტერმი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.