„მანჩესტერ სიტის“ ერლინგ ჰალანდი გაურკვეველი დროით გამოაკლდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ერლინგ ჰალანდი გაურკვეველი დროით გამოაკლდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი ტრავმირებულია. ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის გასული ტურის შეხვედრა „ლუთონთან“ ამ მიზეზით გამოტოვა.

პრესკონფერენციისას „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ზუსტი პასუხი არ აქვს, როდის დაბრუნდება ნორვეგიელი.

„ჰალანდს თამაში არ შეუძლია. ვერ გეტყვით, რა დროის გატარება მოუწევს მას ლაზარეთში. სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გასულ სეზონში ერლინგ ჰალანდი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 36 გოლით და ამ ტურნირის რეკორდიც დაამყარა აღნიშნული მაჩვენებლით. მიმდინარე სეზონში კი ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა.

ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ 33 ქულა აქვს და 16 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა.