„მანჩესტერ სიტი“ პირველი საფეხბურთო კლუბი გახდა ისტორიაში, რომელმაც თავისი შემადგენლობის შესაკრებად, ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. უფრო ზუსტად, “სიტიმ” თავისი მოთამაშეებისთვის 1.014 მილიარდი ევრო გაიღო, – ამტკიცებს „ფუთბოლ ობსერვატორი“ (CIES Football Observatory).
ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ციფრებს მიუახლოვდა ორი კლუბი: „პარი სენ-ჟერმენი“ (913 მილიონი ევრო) და „რეალი“ (902 მილიონი ევრო).
პირველ ათეულში ასევე აღმოჩდნენ: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (751 მილ. ევრო), „იუვენტუსი“ (719), „ბარსელონა“ (697), „ლივერპული“ (639), „ჩელსი“ (561), „ატლეტიკო“ (550) და „არსენალი“ (498).