„მანჩესტერ სიტიმ“ შემადგენლობის შესაკრებად მილიარდი დახარჯა
„მანჩესტერ სიტიმ“ შემადგენლობის შესაკრებად მილიარდი დახარჯა

„მანჩესტერ სიტი“ პირველი საფეხბურთო კლუბი გახდა ისტორიაში, რომელმაც თავისი შემადგენლობის შესაკრებად, ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. უფრო ზუსტად, “სიტიმ” თავისი მოთამაშეებისთვის 1.014 მილიარდი ევრო გაიღო, – ამტკიცებს „ფუთბოლ ობსერვატორი“ (CIES Football Observatory).

ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ციფრებს მიუახლოვდა ორი კლუბი: „პარი სენ-ჟერმენი“ (913 მილიონი ევრო) და „რეალი“ (902 მილიონი ევრო).

პირველ ათეულში ასევე აღმოჩდნენ: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (751 მილ. ევრო), „იუვენტუსი“ (719), „ბარსელონა“ (697), „ლივერპული“ (639), „ჩელსი“ (561), „ატლეტიკო“ (550) და „არსენალი“ (498).