„მანჩესტერ სიტიმ“ სავიოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ სავიოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრებისა და „ჟირონას“ შემტევი ნახევარმცველი სავიო კარიერას ინგლისში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ წევრი გახდა.

ახალგაზრდა გარემარბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა – 2029 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ წერს ინგლისის ჩემპიონის პრესსამსახური. სავიოს გულშემატკივრებს 4 აგვისტოს წარუდგენენ.

სავიო ფრანგული „ტრუას“ საკუთრება იყო და გასულ სეზონში იჯარით „ჟირონაში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც 37 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.