„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო
„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო

ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „ვესტ ჰემი“ და პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო, რაც ამ ტურნირზე არასოდეს მომხდარა.

„ვესტ ჰემმა“ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში ოტამენდიმ და დავიდ სილვამ სამი ქულა მოუტანეს „სიტის“. გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 83-ე წუთზე გაიტანეს.

მოგებათა სერიის გარდა, „მანჩესტერ სიტიმ“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია. ამ დროის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო მოგება – 21 აგვისტოს ფრედ ითამაშა „ევერტონთან“.

„სიტი“ აგრძელებს ლიდერობას გათამაშების ცხრილში – 15 მატჩში 43 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ რვა ქულით უსწრებს.