„მანჩესტერ სიტიმ“ პლეი ოფში ისევ არ გაუშვა გოლი და ნახევარფინალში გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტიმ“ მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.
* “მანჩესტერ სიტიმ” მერვედფინალისა და მეოთხედფინალის მატჩებში გოლი არ გაუშვა. მანამდე ასეთი რამ სამმა გუნდმა შეძლო – “მილანმა” (2004/05), “არსენალმა” (2005/06) და “იუვენტუსმა” (2016/17).
* პეპ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც ტურნირის აბსოლუტური რეკორდია. რვა ნახევარფინალი ჰქონია ჟოზე მოურინიოს, 7 – ალექს ფერგიუსონს, 6 – იუპ ჰაინკესსა და მიგელ მუნიოსს, 5 – ელინიო ერერასა და ლუი ვან გაალს.
* „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგაზე შინ ზედიზედ მერვედ ვერ მოიგო.
* „მანჩესტერ სიტი“ 10 მატჩია არ მარცხდება – ექვსი მოგება, ოთხი ფრე.
* „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ ითამაშებს ნახევარფინალში.
ატლეტიკო-მანჩესტერ სიტი 0:0 (0:1)
ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი – სავიჩი, ფელიპე, მანდავა – ლორენტე, კოკე (69. დე პაული), კონდოგბია, ლემარი (82. ლუის სუარესი), რენან ლოდი (70. ანხელ კორეა) – გრიზმანი (69. კარასკო), ჟოაო ფელიქსი (82. კუნია).
სიტი (4-3-3): ედერსონი – უოლკერი (73. აკე), სტოუნზი, ლაპორტი, კანსელო – დე ბრუინი (65. სტერლინგი), როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა (79. ფერნანდინიო), ფოდენი.
გაძევება: ფელიპე (90+2. ატლეტიკო)