„მანჩესტერ სიტიმ“ პირველი ადგილი გაინაღდა - ჩემპიონთა ლიგა, მე-5 ტური, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი.
* რაჰიმ სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგაზე 23-ე გოლი გაიტანა და ფრენკ ლამპარდს გაუთანაბრდა. ინგლისელებს შორის მასზე წინ მხოლოდ უეინ რუნი (30) და პოლ სქოულზი (24) არიან.
* კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა და 29-ე გოლი გაიტანა, რითაც დავიდ ტრეზეგეს გაუთანაბრდა. ფრანგ ფეხბურთელებს შორის ის მესამე ადგილზეა ქარიმ ბენზემასა და ტიერი ანრის შემდეგ.
* მბაპემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ამ სერიისას ფორვარდს რვა გოლი აქვს.
* კრისტოფერ ნკუნკუმ ამ სეზონის ყველა ტურნირზე 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა – უფრო მეტი, ვიდრე “ლაიპციგის” მაისურით წინა ორ სეზონში ჩატარებულ 84 მატჩში.
* „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად ზედიზედ ოთხი მატჩია ვერ იგებს.
A ჯგუფი
ბრიუგე-ლაიპციგი 0:5
გოლები: 0:1 ნკუნკუ (12), 0:2 ფორსბერგი (17-პენ), 0:3 ანდრე სილვა (27), 0:4 ფორსბერგი (45+1), 0:5 ნკუნკუ (90+3)
ბრიუგე (4-2–1-3): მინოლე – ვან დერ ბრემპტი (60. მეშელი), ჰენდრი, ნსოკი (46. რიკა), კლინტო მატა – ვანაკენი, ბალანტა – დე კეტელერი (82. უესლი) – ლანგი, სოვა (82. ისკიერდო), დოსტი (46. რიტსი).
ლაიპციგი (4-4-2): ხოსეპ მარტინესი – მუკიელე, კლოსტერმანი (62. ჰენრიხსი), გვარდიოლი (79. ბონა), ანხელინო – ნკუნკუ, ლაიმერი (62. მორიბა), კამპლი, ფორსბერგი – ანდრე სილვა, ბრობეი (66. ნოვოა რამოსი).
მანჩესტერ სიტი-პსჟ 2:1
გოლები: 0:1 მბაპე (50), 1:1 სტერლინგი (63), 2:1 გაბრიელ ჟეზუში (76)
სიტი (4-3-3): ედერსონი – უოლკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, კანსელო – გიუნდოგანი, როდრი, ზინჩენკო (54. გაბრიელ ჟეზუში) – მაჰრეზი, სტერლინგი, ბერნარდო სილვა.
პსჟ (4-3-3): ნავასი – ჰაკიმი, მარკინიუში, კიმპემბე, მენდეში (67. კერერი) – პარედესი, ანდერ ერერა (61. დანილო), გეიე (67. დი მარია) – მესი, ნეიმარი, მბაპე.
თ მ ფ წ ბ ქ
- მანჩესტ. სიტი 5 4 0 1 17:8 12
- პსჟ 5 2 2 1 9:7 8
- ლაიპციგი 5 1 1 3 13:13 4
- ბრიუგე 5 1 1 3 5:16 4
ბოლო ტური
7 დეკემბერი: პსჟ-ბრიუგე, ლაიპციგი-მანჩესტერ სიტი