„მანჩესტერ სიტიმ“ ჯგუფური ეტაპი 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა – ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, G ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტი“ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ რვა მატჩი მოიგო.
* „მანჩესტერ სიტი“ მეორე ინგლისური გუნდია „ლივერპულის“ შემდეგ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო.
* 20 წლის მიკა ჰემილტონმა და ოსკარ ბობმა, ასევე კელვინ ფილიპსმა პირველი გოლები გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე.
* ებრიმა კოლი პირველი გამბიელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. გამბია 108-ე ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელსაც ტურნირზე გოლი გაუტანია.
ლაიპციგი-იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (51), 1:1 კოლი (53), 2:1 ფორსბერგი (56)
ცრვენა ზვეზდა-მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 0:1 ჰემილტონი (19), 0:2 ბობი (62), 1:2 ინ-ბომ ჰვანი (76), 1:3 ფილიპსი (85-პენ), 2:3 კატაი (90)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. მანჩესტერ სიტი | 6 | 6 | 0 | 0 | 18-7 | 18 |
| 2. ლაიპციგი | 6 | 4 | 0 | 2 | 13-10 | 12 |
| 3. იანგ ბოიზი | 6 | 1 | 1 | 4 | 7-13 | 4 |
| 4. ცრ. ზვეზდა | 6 | 0 | 1 | 5 | 7-15 | 1 |