„მანჩესტერ სიტიმ“ დანიაში იოლად მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ეს რეკორდია ინგლისური კლუბებისთვის.
* კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 15 გოლიდან 12 (80 პროცენტი) პლეი ოფში გაიტანა.
* „სიტი“ პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ შვიდ შვიდ მატჩში, მინიმუმ, სამი გოლი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერელებმა ორჯერ მოუგეს „ცრვენა ზვეზდას“ (3:1, 3:2), „ლაიპციგს“ (3:1, 3:2) და „იანგ ბოიზს“ (3:1, 3:0).
* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 32:6.
კოპენჰაგენი-მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდო სილვა (45+1), 1:3 ფოდენი (90+2)
კოპენჰაგენი: გრაბარა, იელერტი, ვავრო, მაკკენა, დიკსი, მატსონი (81. ლარსონი), ფალკი, გონსალვეში (70. ო. ჰოილუნდი), აშური (81. სორენსენი), ელიუნუსი, კლესონი (55. კორნელიუსი).
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, სტოუნზი, აკე, როდრი, ბერნარდო სილვა (78. მატეუშ ნუნიეში), დე ბრუინი, გრილიში (21. დოკუ), ფოდენი, ჰალანდი.