„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, დანი ოლმოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ გეგმავს „ლაიპციგისა“ და ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, დანი ოლმოს გამოსასყიდი თანხის გადახდას, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა შესაძლებელია 60 მილიონ ევროდ – ამის საშუალებას იძლევა ესპანელის კონტრაქტში არსებული პუნქტი.
ოლმო ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა ევრო 2024-ზე. ის ტურნირის ლიდერი გახდა „გოლი+პასის“ სისტემით (3+2), გარდა ამისა, ინგლისთან ფინალის ბოლო წამებზე ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და აარიდა ესპანეთის ნაკრებს დამატებითი დროის თამაში.