„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ჯამალ მუსიალამ, შესაძლოა, დატოვოს მიუნხენური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
როგორც გამოცემა The Independent-ი წერს, „მანჩესტერ სიტი“ სხვა ტოპკლუბებთან ბრძოლაში ლიდერია გერმანელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად. აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელი დაინტერესებულია ინგლისის პრემიერლიგაში თამაშით.
ჯამალ მუსიალამ ამ სეზონში 34 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.