მანჩესტერ სიტი-ლივერპული. მხოლოდ ციფრები
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 5:1 მოუგო ორი მატჩის ჯამში “მანჩესტერ სიტის” და ნახევარფინალში გავიდა.
ინგლისური მეოთხედფინალი ციფრებში:
* “ლივერპული” 2008 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
* “ლივერპული” მეოთხედ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის. მანამდე ეს 2004/05, 2006/07 და 2007/08 წლების სეზონში შეძლო.
* “ლივერპულს” ამ ჩემპიონთა ლიგაზე 32 გოლი დაუგროვდა. ეს არის ტურნირზე ინგლისური რეკორდს გამეორება, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2002-2003 წლების სეზონში დაამყარა. ამასთან, “იუნაიტედს” 32 გოლის გასატანად 14 მატჩი დასჭირდა, კლოპის შეგირდები კი ეს 10 მატჩში შეძლეს.
* მოჰამედ სალაჰს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 გოლი დაუგროვდა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. გარდა ამისა, ეგვიპტელმა გაიმეორა მილანის “ინტერის” ექს-ფორვარდის სამუელ ეტო’ოს რეკორდი ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მიხედვით აფრიკელი ფეხბურთელებისთვის. კამერუნელმა 2010-11 წლების სეზონში 8 გოლის გატანა შეძლო.
* “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში მეორედ ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა (ცხრა მონაწილეობა). პირველად ესპანელის გუნდი ადრეულ სტადიაზე შარშან, “მონაკომ” შეაჩერა, რომელმაც 1/8 ფინალში დაამარცხა “მანჩესტერ სიტი” (3:5, 3:1). “ბარსელონასა” და “ბაიერნის” მწვრთნელობისას, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა ნახევარფინალში.
* ამ მომენტისთვის, პეპ გვარდიოლას ზედიზედ სამი წაგება აქვს (ორი – “ლივერპულთან”, ერთი – “მანჩესტერ იუნაიტედთან”). ასეთი ცუდი სერია მას ინგლისსა და ესპანეთში არასოდეს ჰქონია. გერმანიაში კი სამი წლის წინ, ოთხი მატჩი წააგო ზედიზედ: “დორტმუნდთან” (0:1 თასზე), “ლევერკუზენთან” (0:2), “ბარსელონასთან” (0:3 ჩემპიონთა ლიგაზე) და “აუგსბურგთან” (0:1).