„მანჩესტერ სიტი“ კიდევ ერთხელ შეეცდება ჰარი კეინის შეძენას #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონს „მანჩესტერ სიტის“ ამ კვირას „ტოტენჰემიდან“ ფორვარდ ჰარი კეინის შეძენის ბოლო მცდელობა ექნება, – დაწერა „ტვიტერში“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, „სიტიმ“ უკვე მიაღწია შეთანხმებას თავდამსხმელთან პირად კონტრაქტზე, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. თავის მხრივ, „ტოტენჰემს“ არ სურს ფეხბურთელთან გამოთხოვება და კეინის სანაცვლოდ 175 მილიონ ევროს ითხოვს.
პრემიერლიგის ორი სასტარტო ტურის შემდეგ, „ტოტენჰემი“ ქულათა მაქსიმუმით ერთ-ერთი ლიდერია. „სიტის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს.