„მანჩესტერ სიტი“ ილქაი გიუნდოგანის, კევინ დე ბრუინისა და ჯეკ გრილიშის გუნდიდან გაშვებას განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ილქაი გიუნდოგანის, კევინ დე ბრუინისა და ჯეკ გრილიშის გუნდიდან გაშვებას განიხილავს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულში ილქაი გიუნდოგანის, კევინ დე ბრუინისა და ჯეკ გრილიშის გაშვებას განიხილავს, – ინფორმაციას გერმანულენოვანი „სკაი სპორტი“ ავრცელებს.

წარუმატებელი სეზონის შემდეგ ინგლისის გასული ოთხი სეზონის ჩემპიონი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. კლუბი ამ ფეხბურთელთა ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენას გეგმავს, მათ შორის ფლორიან ვირცისა და ჰუგო ლარსონის.

კევინ დე ბრუინსა და ილქაი გიუნდოგანს „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურებათ და მათთან, სავარაუდოდ, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ხოლო ჯეკ გრილიშის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი და კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს.

ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მადრიდის „რეალთან“ პლეი ინში გამოეთიშა.