„მანჩესტერ სიტი“ ასპარეზობას გამოეთიშა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ასპარეზობას გამოეთიშა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, ვინც სამჯერ გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან პეპ გვარდიოლა.

* ერლინგ ჰალანდს „რეალის“ წინააღმდეგ ორ მატჩში მხოლოდ 11 ზუსტი გადაცემა ჰქონდა.

* ჰალანდმა ოთხი მატჩი ჩაატარა „რეალის“ წინააღმდეგ და არცერთში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

* „რეალმა“ მეექვსედ გამოაგდო პლეი ოფიდან ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, რითიც საკუთარი რეკორდი განაახლა.

* გვარდიოლა მეოთხედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან.

* „რეალი“ მეჩვიდმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც რეკორდია. მეორეა ამ მაჩვენებლით „ბაიერნი“ – 13 ნახევარფინალი.

* ანჩელოტი გაუთანაბრდა გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლების რაოდენობით – ორივე მწვრთნელი 10-10-ჯერ მოხვდა ამ ეტაპზე. შესაბამის ცხრილში ისინი პირველ ადგილს იკავებენ. რვა ნახევარფინალი ჰქონდა ჟოზე მოურინიოს, შვიდი – სერ ალექს ფერგიუსონს.

* ჩემპიონთა თასის გარდაქმნისა და ჩემპიონთა ლიგის შემოღების (1992) შემდეგ „რეალი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ტიტულის დაცვა შეძლო – მადრიდელებმა 2016-18 წლებში ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვეს.

* „სიტიმ“ 34 დარტყმა შეასრულა, „რეალმა“ – 8. ზუსტი დარტყმების შეფარდება იყო – 11:3, კუთხურების ანგარიში – 18:1.

* ანჩელოტიმ მე-60 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იყოფს ვისენტე დელ ბოსკესთან და ჩამორჩება მხოლოდ მიგელ მუნიოსს (71 მატჩი 1958-74 წლებში).

* როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მეცხრე ფეხბურთელია, ვისაც ტურნირზე 20 გოლი დაუგროვდა. მასზე წინ არიან: ამანსიო (21), სანტილიანა (21), ფრანსისკო ჰენტო (31), ფერენც პუშკაში (35), ალფრედო დი სტეფანო (49), რაული (66), ქარიმ ბენზემა (78) და კრიშტიანო რონალდო (105).

 

მანჩესტერ სიტი-რეალი 1:1 პენ. 3:4 (2:2)

გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)

სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, აკანჯი (112. სტოუნზი), გვარდიოლი, როდრი, დე ბრუინი (112. კოვაჩიჩი), ბერნარდო სილვა, ფოდენი, გრილიში (72. დოკუ), ჰალანდი (91. ალვარესი).

რეალი: ლუნინი, დანი კარვახალი (110. ედერ მილიტაო), ნაჩო ფერნანდესი, რიუდიგერი, ფ. მენდი, ვალვერდე, კამავინგა, კროოსი (79. მოდრიჩი), ბელინგემი, როდრიგო (84. ბრაიმ დიასი), ვინისიუსი (102. ლუკას ვასკესი).

პენალტების სერია: 1:0 ალვარესი, 1:0 მოდრიჩი (მეკარე), 1:0 ბერნარდო სილვა (მეკარე), 1:1 ბელინგემი, 1:1 კოვაჩიჩი (მეკარე), 1:2 ლუკას ვასკესი, 2:2 ფოდენი, 2:3 ნაჩო ფერნანდესი, 3:3 ედერსონი, 3:4 რიუდიგერი.