25 ივნისს, 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგა წინასწარი საკვალიფიკაციო მატჩებით იხსნება. გაიმართება ორი შეხვედრა: ტრე პენე (სან სარინო)-სანტა კოლომა (ანდორა) და ფერონიკელი (კოსოვო)-ლინკოლნი (გიბრალტარი).
პარალელურად, ბუკმეიკერებმა დაიწყეს ახალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე ფსონების მიღება. ზედიზედ მესამედ, ექსპერტები ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ “მანჩესტერ სიტის”. ინგლისის საუკეთესო გუნდის მოგებაზე კოეფიციენტია – 6.0. მეორე ადგილზეა “ბარსელონა” – 7.0, მესამეზე მოქმედი ჩემპიონი “ლივერპული” – 8.0.
ბუკმეიკერთა კოეფიციენტების მიხედვით, 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტთა ტოპ-ათეული ასეთია:
მანჩესტერ სიტი – 6.00
ბარსელონა – 7.00
ლივერპული – 8.00
პარი სენ-ჟერმენი – 10.00
რეალი – 10.00
იუვენტუსი – 11.00
ატლეტიკო – 13.00
ბაიერნი – 13.00
ტოტენჰემი – 20.00
დორტმუნდი – 22.00