„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისევ ღრმა კრიზისში იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის განთავისუფლებას.
გამოცემა football365.com-ის ცნობით, „იუნაიტედი“ უკვე ჩამოყალიბებულია პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის პრიორიტეტულ კანდიდატურაზე. კერძოდ, კანდიდატთა სიის პირველ ადგილზე დგას ჩავი ერნანდესი, რომელმაც ზაფხულში დატოვა „ბარსელონა“.
პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ რუბენ ამორიმის გუნდი 29 ქულით მე-15 ადგილზეა.