„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა - სოლსკიაერის რვამატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა - სოლსკიაერის რვამატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა

შუა კვირას, ინგლისის პრემიერლიგაში 24-ე ტური იმართება. ამ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის რვამატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. ნორვეგიელი სპეციალისტის ბრწყინვალე სვლა „ბარნლიმ“ შეაჩერა, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-16 ადგილზე იყო.

პირველ ტაიმში „მანჩესტერი“ ბევრს უტევდა, მაგრამ ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. 51-ე წუთზე პერეირამ საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი და ბარნსმა მასპინძლები ამ შეცდომისთვის დასაჯა. 81-ე წუთზე კი „ბარნლიმ“ მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა.

ამ გოლებს შორის, „იუნაიტედს“ მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც 65-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბოლო ხუთ წუთში მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა შეძლეს – 86-ე წუთზე პოგბამ ლინგარდის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ინდელოფმა დამატებაზე დაასწრო ყველას – 2:2.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 45 ქულით ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ლონდონურ „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩება.