„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულის“ შედეგი გაიმეორა – კლუბს პრემიერლიგის ყველა სტადიონზე აქვს გოლი გატანილი

16:41, 20.06.2020

პრემიერლიგის 30-ე ტურში „მანჩესტერ იუნიტედმა“ სტუმრად „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 1:1 ითამაშა. მანჩესტერელთა მხრიდან მე-80 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გამოიჩინა თავი – პორტუგალიელმა პენალტი გამოიყენა.

ასე რომ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა იმ 59 სტადიონზე აქვს გოლი გატანილი, რომლებზეც ოდესმე პრემიერლიგის მატჩები ჩატარებულა. ადრე, ამგვარი მიღწევა მხოლოდ „ლივერპულს“ ჰქონდა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ გათამაშების ცხრილში 46 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი