„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი მაგუაირთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი მაგუაირთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი მცველი ჰარი მაგუაირი გუნდში რჩება და არ დატოვებს მას 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით.

„იუნაიტედის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ კლუბმა გააქტიურა მცველთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელების პუნქტი, ასე რომ, ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„ჩვენ გავაგრძელეთ კონტრაქტი მაგუაირთან. მე მას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ უფრო დიდ პროგრესს უნდა მიაღწიოს მინდორზე. ის ჩვენ გვჭირდება. გარდა ამისა, უფრო მეტად უნდა გამოავლინოს ლიდერის თვისებები. ჩვენ ვიცით, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ის სჭირდება გუნდს, ამიტომაც დიდი სიხარულით გავააქტიურეთ კონტრაქტის გაგრძელები ოპცია“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 2025 წლის ზაფხულში ჰარი მაგუაირი „ლესტერში“ გადასვლას გეგმავდა.