„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულჰემი“ გაანადგურა - სოლსკიაერის წაუგებელი სერია 11 მატჩამდე ავიდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულჰემი“ გაანადგურა - სოლსკიაერის წაუგებელი სერია 11 მატჩამდე ავიდა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ფულჰემი“ ანგარიშით – 3:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა პოლ პოგბამ, კიდევ ერთი გოლი ანტონი მარსიალის ანგარიშზეა.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „იუნაიტედს“ ჯერ წაგება არ აქვს. ნორვეგიელის ხელმძღვანელობით, გუნდმა 11 მატჩიდან 10 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. პოლ პოგბას ინგლისის ჩემპიონატში 22 გოლი დაუგროვდა, აქედან დაახლოებით მესამედი – რვა გოლი მან სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ცხრა მატჩში გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მეოთხე ადგილზე გადავიდა და „ჩელსის“ ერთი ქულით გაუსწრო, მაგრამ ლონდონურ კლუბს ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

დატოვე კომენტარი