„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრუნო ფერნანდეში გაიფორმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრუნო ფერნანდეში გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში დაიმატა ლისაბონის „სპორტინგიდან“. 25 წლის ფეხბურთელში ინგლისურმა გრანდმა 55 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული დამატებითი თანხების შედეგად ეს ფასი შესაძლოა 80 მილიონამდე გაიზარდოს.

ფერნანდეშს პორტუგალიის ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის უეფას ერთა ლიგის ფინალი, რომელშიც პორტუგალიამ გაიმარჯვა.

სპორტინგში ის იტალიური „სამპდორიადან“ 2017 წელს გადავიდა.

2018 და 2019 წლებში ის პორტუგალიის „პრიმეირა ლიგას“ საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული.